OUR FACILITIES
  •  
  •  
  •  
  •  
   
TECHNOLOGY & EQUIPMENT

ავტომობილების აღმდგენი რეგიონალური ცენტრი, ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც ექსკლუზიურად იყენებს მსოფლიოში საუკეთესო ბრენდის PPG-ს პროდუქციას სამღებრო სამუშაოების ჩასატარებლად.

 

 

კომპანია კლიენტებს ავტომობილის შეღებვის უახლეს და მაღალი სტანდარტის სერვისს სთავაზობს. ყველა საჭირო მასალა: ანტისილიკონი, ,,შპაკლი’’, გრუნტი, საღებავი, ლაქი მხოლოდ PPG-ს ბრენდის გამოიყენება, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

 

ცენტრში არ გამოიყენება მოძველებული მეთოდები, როგორიც არის: გრუნტის დადების დროს წყლის გამოყენება და ღებვის პროცესში სხვადასხვა ფირმის პროდუქციის ერთმანეთში შერევა. ორივე ხერხი გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს ავტომობილს. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი გარანტირებულია.

 

 

საწარმოში ავტომობილის ფერის დადგენა უახლესი სპექტრო-ფოტომეტრის საშუალებით ხორციელდება. აპარატი კომპიუტერთან მიერთების შედეგად, საშუალებას იძლევა ფორმულების დონეზე დაადგინოს ავტომობილის ზუსტი ფერი და კომპოზიცია.

 

 

საწარმოში შეღებილი ავტომობილების გაშრობა ხდება სპეციალურ ღუმელში, რომელიც თავისი უნიკალური შრობის სპეციფიკით გამორიცხავს პოლირების საჭიროებას

 

 

ცენტრი  სხვა წამყვან ბრენდებთან ერთად იყენებს ,,Festol”-ის ფირმის დანადგარებს, რომელიც მსოფლიოში ლიდერობს პროდუქციის ხარისხით. ,,Festol”-ის სახეხი დანადგარი მინიმალურ დროში, ყველა სტანდარტის დაცვით ასრულებს ნებისმიერი სირთულის სამუშაოს.

 

 

 

წამყვანი ბრენდის ,,Devilbiss’’ სამღებრო პისტოლეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ავტომობილის შეღებვის პროცედურის უნაკლოდ ჩასატარებლად. ეს იარაღი გამორიცხავს წვეთების სახით მცირეოდენი ხარვეზის დატოვებასაც კი. სამღებრო პისტოლეტი გამოირჩევა მსუბუქი წონით და განსაკუთრებული სიზუსტით.

 

 

 

საწარმო ექსკლუზიურად ფლობს ,,Fillon Technologies” ინფრაწითელი დასხივების საშრობ მოწყობილობას, რომელიც ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ავტომობილის დამუშავებული ნაწილის გაშრობას იწყებს სიღრმისეული ზედაპირიდან არეკლილი სხივების საშუალებით, რაც საუკეთესო ხარისხის გარანტიას იძლევა.

 

 

 

 

ავტომობილების აღმდგენი რეგიონალური ცენტრი არის ერთადერთი კავკასიის რეგიონში, რომელიც აერთიანებს ავტომობილის ძრავთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის სერვისს. კომპანია სრულყოფილად ფლობს ყველაზე თანამედროვე, ხარისხიან დანადგარებს და მოწყობილობებს.  

მათ შორის:  ძრავის ამწე 

 

 

 

ძრავის  სარეცხი მოწყობილობა - უახლესი   ტექნოლოგიური დანადგარი, რომელიც ძრავს რეცხავს როგორც მთლიანად, ასევე ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში.

 

 

 

ძრავის დაზგა

 

 

 

 

ცენტრი ასევე ფლობს მაღალტექნოლოგიურ, სრულად კომპიუტერიზებულ, საუკეთესო ხარისხის თვლების გეომეტრიის გასწორების დანადგარს.

 

 

 

 

საწარმო იყენებს ,,CAR O LINER’’-ის ფირმის რობოტებს, რომელთა კომპიუტერულ მეხსიერებაშიც შეყვანილია 1955 წლიდან დაწყებული, 15 000 მარკისა და მოდელის ავტომობილის მონაცემი, მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის დაზიანების მქონე ავტომობილის  გეომეტრიულ პარამეტრებში გასწორება.

 

 

 

ცენტრი ხორციელებს ყველა მარკისა და მოდელის ავტომობილის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას. ცენტრი სრულყოფილად ფლობს მაღალი ხარისხის აპარატურას და სერვისს. 

 

 

 

 

ცივად დამუშავების აპარატის მეშვეობით შესაძლებელია დასეტყვილი ან სხვა ტიპის დაზიანების მქონე ავტომობილის შეღებვის გარეშე აღდგენა.

 

 

 

ეს მცირე ჩამონათვალია, იმ აღჭურვილობის, რასაც საწარმო ექსკლუზიურად იყენებს. უახლესი და ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებითცენტრი მომხმარებელს რეგიონში უალტერნატივო,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით გაერთიანებულ, ავტომობილის აღდგენასთან დაკავშირებულ ყველა სახის სერვისს სთავაზობს.